გაბრიელ ჯაბუშანური - ამაოდ მიხმობ

ამაოდ მიხმობ!
ხომ სულერთია:
ჩვენ ვერასოდეს ვერ დავზავდებით.
შენი საუფლო ხევსურეთია,
მე – სამყაროშიც ვერსად ვთავსდები!

მე – მზისკენ მფრენი – მივარღვევ პირქარს
და თუ შენც ჩემს გზას დაეხარბები,
მოგეწვის ფრთები, ვითაარ იკარს,
და ზღვის უფსკრულში დაიხარჯები!
გაქრა წარსული, ძველ სურათივით,
და მისი ხსოვნაც, ვხედავ ხავსდება…
შენი საუფლო ხევსურეთია,
მე – სამყაროშიც ვერსად ვთავსდები!
ამაოდ მიხმობ!
ხომ სულერთია:
ჩვენ ვერასოდეს ვერ დავზავდებით


Gabriel Jabushanuri - Amaod Mixmob
გაბრიელ ჯაბუშანური - ამაოდ მიხმობ

5 comments: