ლიხი დავხვიე მთა–ხევსა,
ზვავთა ზღუდენი მოვჩეხე, –
ხრამში ხომ ხედავ ნახმლევსა, –
თვით თეთრთა მთათაც მომხედეს
და მწვერვალებმაც მნახესა.
არტახი შევხსენ ჭაუხებს,
ლანქერი ვჭექე ღვარადა,
შენც ძველი ტრფობით ჩაგბუგე,
ცრემლი გამცვრიე ცვარადა,
თან გული გაგიჭაბუკე, –
მზექალზე მჭმუნავს მარადა.
ბარემ ბურუსიც დავამხოთ,
გეზი გავუხსნათ წეროთა,
მზის ოქროს კარი განვახოთ,
იდინონ ზავის წყაროთა,
წავიდეთ, ზეცა დავლახოთ, –
მზექალიც წავიყვანოთა!
Gabriel Jabushanuri - Aprili Chamomdzaxoda
გაბრიელ ჯაბუშანური - აპრილი ჩამომძახოდა
No comments:
Post a Comment