Showing posts with label ფრიდონ გელაშვილი. Show all posts
Showing posts with label ფრიდონ გელაშვილი. Show all posts

ფრიდონ გელაშვილი - დაუთოვია ფიქრის კალთებზე

დაუთოვია ფიქრის კალთებზე,
აღარ მაღელვებს ფეთქვა კვირტების,
ახლა არავინ აღარ დამეძებს,
ახლა არავის აღარ ვჭირდები.

გაფრინდნენ ჩემი ბუდის მერცხლები,
სახლის კუნჭულშიც კარგად ვეტევი
და იმ ნატვრისთვალს, მე რომ ვეძებდი,
სხვები ეძებენ თავგამეტებით...