Showing posts with label მიხეილ ქაშიაშვილი. Show all posts
Showing posts with label მიხეილ ქაშიაშვილი. Show all posts

მიხეილ ქაშიაშვილი - *გენიოსების სამყარო*

ისვენებენ აზრები და ოცნებებს ასდევენ
და ასეთი გრძნობები სიმსუბუქეს მაძლევენ.

ჩუმდებიან ველები და თბებიან ხელები
და ზევიდან ჰორიზონტს ასველებენ ცრემლები.

ვერ იშლება წარსული - ოდეს ტანჯვით გასული
და მზეც თითქოს სევდიან მხარეშია ჩასული.

მიხეილ ქაშიაშვილი - სანთელი

ობლად მნათობი სანთელი
სწუხდა ცხოვრებას, გლოვობდა.
და დღე არ იყო ნათელი,
უკუნით ბნელში ცხოვრობდა.

გადიოდა დრო, სიცოცხლე,
ბნელში სიბნელე მატობდა,
მაგრამ სანთლისა სისავსე
ცრემლებში ღმერთით ხარობდა.

ცდილობდა ძალა ბოროტი -
ძალისა თვისსა მაცდურით,
რომ დაემონა მონობით
მონა უფლისგან მართული.