Showing posts with label ირაკლი გაფრინდაშვილი. Show all posts
Showing posts with label ირაკლი გაფრინდაშვილი. Show all posts

ირაკლი გაფრინდაშვილი - გაზაფხულის წვიმა მინდა მე აპრილის თქეში

გაზაფხულის წვიმა მინდა მე აპრილის თქეში,
გვირილის და მზის შეხვედრა ატმის სამყოფელში .
შენს ნაწნავში ბზის ჩატნევა და დამალვა ქვევრში,
მზეზე თბილი კოცნა მინდა ღიმილის კუთხეში.

სიცოცხლეზე მეტად მიყვარს შენი მზის ქვეშ ყოფნა...
მინდა შენთვის ზვრების გაშლა და სიცოცხლე ვაზის .
დაბრუნებულ წისქვილს უსწრებს შენით გულის შფოთვა
და სიკვდილი მირჩევნია შენთან გაყრას ამ გზის

შატილის ცის ვარსკვლავები არეკლილი თვალში,
ჩარგლის ფერდზე შემოდგომა, მოლოდინი ზამთრის .
მიყვარს შენი ტკბილი სუნი, ფოთიალი თმაში ...
სავსე მთვარის სიყვითლე და მოლოდინი ავდრის.

ირაკლი გაფრინდაშვილი - როცა აკრძალულ სიყვარულს ეტრფი

როცა აკრძალულ სიყვარულს ეტრფი,
და როცა გიყვარს თხემიდან ტერფით.
როცა ცას წვდები გაშლილი ფრთებით,
და როცა გიღირს ცხოვრება ერთი დღით.

როცა გული ცემს აპრილის ტემპით,
ატმის ყვავილებს ქარი შლის პენტვით.
უნდა გიყვარდეს მუცელში პეპლით,
პეპლებიც ერთი დღით მოდიან , ერთი დღით!

როცა აკრძალულ სიყვარულს ეტრფი,
და როცა გიყვარს თხემიდან ტერფით.
როცა მუხლები გეღლება კეცვით,
როცა შენს სუნთქვას სიხშირე ერთვის.

ესეთ სიყვარულს ვინატრებ ღმერთით,
თუნდაც პეპლად ვიცხოვრო, ერთი დღით!
ესეთ სიყვარულს, უვნებელს, კეთილს...
მე ხომ აკრძალულ სიყვარულს ვეტრფი!

ირაკლი გაფრინდაშვილი - როდის ახდები ჩემს ყველა ლექსში?!

როდის ახდები ჩემს ყველა ლექსში ?!
ან როდის გეტყვი ”სად ხარ აქამდე ?”
როდის ჩადგება ჩვენს შორის ღმერთი ,
ან როდის გეტყვი ”მიყვარხარ ცამდე”...

როდის ვიპოვნი მე ჩემს სიმშვიდეს ?!
სავსე მთვარეს რომ ღელვას ვაბრალებ.
როდის ვუამბობ ზღაპარს ჩვენს შვილებს ?!
ან თვალებს როდის დავუბრიალებ...

როცა ჩემს ყველა ლექსში ახდები
და როცა ორზე გადავმრავლდებით...
როცა ამ ქვეყნად უკვე წავხდებით ,
წარსული შენზე ადრე გავხდები...