Showing posts with label თემურ შენგელაია. Show all posts
Showing posts with label თემურ შენგელაია. Show all posts

თემურ შენგელაია - შესამოსელად დაგიბურავს ცეცხლის ალები

შესამოსელად დაგიბურავს ცეცხლის ალები,
ჯაჭვის პერანგად მოგიქარგავს წვიმის წვეთები,
ქალის საზრისებს მორჩილებენ ბნელი ძალები,
შენს სველ ბაგეზე წვიმას კრთომილს შევუერთდები...

მზე მე არ მყოფნის, შენ მინდიხარ იქნებ სათბობად,
ჩემსკენ გიბიძგებს, ზენა დღისით, ღამე წამები,
თეთრი ღრუბლები გაგიხდია თითქოს საწოლად,
დავძლევ სიშორეს, თუ სიყვარულს არ ვეწამები...

გრძნობას გონიდან, გულთან მისულს, ჯვარცმად მიტანილს,
იგალობებენ, წიაღს ზეცად, მედავითნენი,
ღრმა ოკეანე თუ ძირავდა ბედკრულ ტიტანიკს,
შენს ღრმა მორევში უმაშველოდ მეც დავინთქმები...

თემურ შენგელაია - წუთში წამი გაჩერდა

წუთში წამი გაჩერდა,
საათში კი ისრები,
თითქოს ცხადად ვიხილე
მონაბერი ფიქრები....

ვნების ჯარი გავუშვი,
ოცნებებში ჩავერთე,
გამიტაცა ფიქრებმა,
ზმანებაში გავერთე:

ვხედავ სხვა მხრივ ქვეყანას,
ბოროტებას კეთილად,
კაენს ძმის მოყვარულად,
ნოინს ცოტნეს ვექილად...

თემურ შენგელაია - თეთრი ცხელება

შენგან გულმოკლულს სიზმრად მაინც მერქმევა ლოთი,
მოლანდებები დამეწყება ჩეშმარიტ დამლევს,
ვამჩნევ კიდევაც ჩემს გარშემო გამიჯნულს დროთი,
ვიღაც მეძახის, ვინ არის ნეტავ? ვაცეცებ თვალებს...

ჩიბუხს ვაბოლებ, ულვაშიც მაქვს, ღვინოსაც ჩავცლი,
მსოფლიო ფრონტი სისხლიანმა ბელადად ვნახე,
რიგით ჯარისკაცს გენერალზე არასდროს გავცვლი,
მთვრალმა შევიცან საკუთარ თავში სტალინის სახე...

ქვიშის საათი სულს ღაფავს დარდით, იცლება ჩუმად,
გავუცნაურდი, დავრჩი მარტო უცნობი იქსი,
პირამიდები საჭორაოდ დავსვი და დუმან,
ღამე სიზმარში მთვრალმა ავაგე ეგვიპტის სფინქსი...

თემურ შენგელაია - "შენ ვერ გამიგე მინდოდა მეთქვა"

შენ ვერ გამიგე მინდოდა მეთქვა,
ცრემლს სიცრუისგან როგორ ვერ არჩევ,
ნუთუ არ გესმის ამ გულის ფეთქვა
ცოცხალი რომ ვარ ფეთქვითღა ვამჩნევ...

ჩემზე ნაწყენი ვინმეზე გამცვლი,
ჩაიცმევ ალბათ ქორწილის კაბას,
მე კი გულმოკლულს გრძნობებად დამცლი,
რომ მისთხოვდები მელოტს და დაბალს...

მოვალ მე შენთან ქორწილში უცხოდ,
გეცმება ალბათ ცისფერი კაბა,
დავლევ ერთ ჭიქას კუთხეში უხმოდ,
დავლევ, დავცლი და უჩუმრად წავალ...

თემურ შენგელაია - მენატრები..

ისევ უსახლკარო ღრუბლები და
მთვარე კახპასავით გაცრეცილი,
როცა შენთან მოსვლის ცდუნებიდან,
ერთი ნაბიჯია დარჩენილი:
შენი ბავშვის სახით მელანდები,
გარეთ ძაღლისფერი ფერებია,
ყველა მუქი კალმის მელანები,
თითქოს შეღამებას შერევია...
გულში ფიფქებივით მომეფანტე,
ტუჩის დასველებით შენ რომ იცი
ახლა ისე ძლიერ მომენატრე,
ტანზე უშენობა შემოვიცვი...
ცდილობს შემოდგომა გადარჩენას,
გარეთ ფერებია მეძავური
ისე ვერ შევძლებ შენს გადაჩვევას,
როგორც თევზისჭერას მებადური...
ღამე მარტოობამ გაიტანა,
ცაზე დაგლეჯილი ღრუბლებია,
რადგან იქ წახვედი საიდანაც,
ალბათ აღარასდროს ბრუნდებიან...!

თემურ შენგელაია - "მე დაჭრილი ვარ, როგორც ომში"

მე დაჭრილი ვარ, როგორც ომში
დიდხანს მებრძოლი,
დაუნდობელი შენთვის მზერას
ვინც კი ისურვებს,
სწორედ ამიტომ შენს მზერას რომ
დიდხანს ველოდი,
მაღიზიანებს ყველა კაცი
ვინც კი გიყურებს...

მე დიდ ხანს გძერწე და ამისთვის
მადლობას გიხდი,
დაღვრის საზრისი რომ ყოფილა
თვით ავსებაში,
დიდ ხანს ვიფიქრე საყვარელო და
ახლა მივხვდი,
თვით სიყვარული შემიყვარდა
შენს არსებაში...

თემურ შენგელაია - პირველი ღამე

ცისფერ სარეცლზე
გაძნელდა ლოდინი,
აღარ შემოვაო
იფიქრა გონებამ,
მაგრამ ამჯობინა
შიშს მაინც ლოგინი,
შეიპყრო ქალწული
ვნებათა მონებამ...

სირცხვილი იხრჩობოდა
გრძნობათა გუბეში,
ბაგეებს აგარ სურთ
სიტყვების შერჩვა,
წელზე მიცოცავენ
თითები უხეში,
შიშველი გოგოს მკერდი
გარემოს ეჩვევა...

ტუჩებმა იპოვეს
საერთო წერტილი,
გრძნობათა მორევში
ათრთოლდა ვნებები,
გოგო დაიბნიდა
ბიჭთან დაწრეტილი,
სიყვარულს გოგოსავით
ნურასდროს დანებდები...

თემურ შენგელაია - ჩაბნელებული ოთახი

ჩაბნელებულ ოთახში დუმილი და მეტი რა?
მარტოობის ხმაური, ალკოჰოლიც არა და,
ახლა ისევ ბავშვივით მოვინდომე მეტირა,
გული ვერ დავიმშვიდე ჩემი გრძნობის კარადა.

უშენობას ვინახავ მხრებიანი საკიდით,
იქვე შენზე ოცნებებს მის კუთხეში ვაყუდებ,
სანამ შენს მონატრებას ძველმანებში გავყიდი,
მიცქერს უჯრის სიღრმიდან პეპლიანი საყურე.

ჩემს კარადას ვნებებში ჩრჩილი შემოჩვევია,
გამალებით ისრუტავს ალუზიურ საწყისებს,
ჩემს გულს ალბათ სულ არა, ანდა ოდნავ ეჭვიანს,
სანამ ფეთქვას ლამობს და სანამ კვდომას დაიწყებს

თემურ შენგელაია - ზამთრიდან უსასრულობამდე

არაფერია ღამღამობით ხელებგაწვდილი,
იესოს თუკი ვეხვეწები დილით არ წვიმდეს,
ღმერთს არ ეტყობა აწუხებდეს მკაცრი ამინდი,
რადგან თვით ღმერთიც არ ეტყობა ახლა ამინდებს,

ოქტომბერია, პერიოდი მიწა არ შრება
და წვიმებია არახშირი, მაგრამ ქარებად,
შენც წვიმასავით, ალაგ-ალაგ, დროგამოშვებით,
მწერ, მაშინ როცა, ეს სამყარო გეცოტავება..

თებერვალია და სიცივე ნელ-ნელა გვტოვებს,
ჩვენც პირველ გრძნობას ვეურჩებით და გავს ძალიან -
რომ შეიძლება ზამთრის პირას ვიდაოთ თოვლზე,
მაგრამ ბოლოს რომ მის გარეშე არ შეგვიძლია,

თემურ შენგელაია - მსურდა იანვარი მარტოს გამეცვითა

მსურდა იანვარი მარტოს გამეცვითა,
თოვლი სიჯიუტეს თავსაც არ ანებებს,
მერე თებერვალში გული გავეცი და
ეხლა ერთად ვამჩნევთ თოვლში ნაკვალევებს...

მძევლად გაზაფხულზე მოგგვრი მონა მარტებს
მსურდა აპრილი შენს ფეხქვეშ მომეფინა,
მინდა გავუტოლდე მიჯნურ ბონაპარტეს,
უფრო შეგიყვარო ვიდრე ჟოზეფინა...

მაისს ველოდები რაღაც გახელებით,
ისე მეგრილები როგორც ივნისია,
მერე შეგეხები ოდნავ და ხელებით,
ჩუმად გაგრძნობინებ ჩვენში ვინ ვისია..