Showing posts with label მხურან მაჭავარიანი. Show all posts
Showing posts with label მხურან მაჭავარიანი. Show all posts

მხურან მაჭავარიანი - ვარიაციები თემაზე „მცხეთა“

1
საქართველოა თბილისი თუმცა,
თუმცა კი არა...
რას ჰქვია „თუმცა!“
მაინც, რატომღაც
აქვს ეშხი სულ სხვა! -
საქართველოის
სადღეგრძელოს
მცხეთაში
თქმულსა.

წარსულის დიდის
არს ბუნდოვნად
აღმდგენი მკვდრეთით
მცხეთა!
უკუჰყრის წარსულს
მატარებლის
კივილი მკვეთრი -
ელდა!