შიშველ ოცნებას ხერხემალზე დააკვდა შოლტი,
ამოირეცხა გონებიდან სათუო ,,იქნებ...",
ჩამოიჩეხა კვირტნაყარი იმედის ტოტი.
და მერე მზერა შეეყინა შორეულ ბექობს,
მხარზე უჩუმრად სიყვარულის ნეშტი გავიდე,
ღამეს კვეთავდა უძულური კივილის ექო
და დაბრუნება არ ეწერათ მზიან ამინდებს.
ტიროდა მწუხრი, სასაფლაოს ეფინა თალხი,
იდგა ლოდინი, იმედისგან გაურიყავი,
მისამძიმრებდა ჭირისუფალს უცნობი ხალხი
და მესაფლავე საკუთარი გრძნობის ვიყავი...