Showing posts with label თამაზ ჩხენკელი. Show all posts
Showing posts with label თამაზ ჩხენკელი. Show all posts

თამაზ ჩხენკელი - ჩამოვუარეთ ხევს

ჩამოვუარეთ ხევს,
პეშვი აჩუქე წყაროს.
უკვდავებისა ხევ,
უკვდავებისა წყალო.

ჩემს სულს ალერსი სურს
და თუ წყაროს წყალს აქებ,-
დალიე ჩემი სულიც,
ოღონდ შემახე ბაგე.