Showing posts with label ირაკლი კაკაბაძე. Show all posts
Showing posts with label ირაკლი კაკაბაძე. Show all posts

ირაკლი კაკაბაძე - მე თებერვალზე ვწერ

მე თებერვალზე ვწერ,
ნაცრისფერ თებერვალზე.
კვირტებთან დამარცხებულ თებერვალზე.
სიცარიელის სიმძიმეზე ვწერ,
ნაცრისფერ სიცარიელეზე.
ქარებით სავსე სიცარიელეზე.
ერთ სევდიან დამშვიდობებაზე ვწერ,
სევდიან შემოხედვაზე ამ დამშვიდობებისას და
ათას მზერაზე ერთ შემოხედვაში.
თვალებზე ვწერ,
ღია თვალებზე და
გრძელ დერეფნებზე ამ თვალებში.
მე თებერვალზე ვწერ,
დაუძლურებულ,
ნაცრისფერ თებერვალზე.
კვირტებთან დამარცხებულ თებერვალზე.