Showing posts with label გიორგი ხალაძე. Show all posts
Showing posts with label გიორგი ხალაძე. Show all posts

გიორგი ხალაძე - რომ ვსუნთქავ, წუხდებით?..

სულაც არ მინდოდა მაინც გამახსენა.
წვიმა არ მინდოდა ზეცამ დამასველა.
ნიავი მინდოდა და ქარი დაქროდა
ყიდვა მინდოდა და ჯიბეში რა მქონდა

სითბო მინდოდა და ზამთარი მათოვდა
როდესაც მციოდა არავინ მათბობდა.
ღამე მინდოდა და უცბად თენდებოდა
წუთი მინდოდა და წამად გრძელდებოდა,

მეტირებოდა და ცრემლი გამქრალიყო
ფხიზელს ვეძებდი და ყველა დამთვრალიყო.
კეთილს ვეძებდი და ვპოულობდი ბოროტს
წინ მივდიოდი და სულ მტოვებდნენ ბოლოს.

გიორგი ხალაძე - იცი სადამდე ვიცოცხლებ?

იცი სადამდე ვიცოცხლებ?
სანამ მოვკვდები...
ავად მანამდე ვიქნები,
სანამ მოვრჩები
გზას გავუყვები სულ ბოლო,
განაპირამდე
თვალსაც გავუწვდენ ზღვის ნაპირს,
სხვანაპირამდე.

სანამ არ მოხვალ დაგიცდი,
ჩემს მონატრებას გადაგდებ.
დაგელოდები ყოველთვის...
იცი საიდან სადამდეე?
სანამ ცოცხალი ვიქნები
ახლა ხომ ხვდები?
იცი სადამდე ვიცოცხლეებ?
სანამ მოვკვდები...

იცი ზამთარში სიცივეს
სულაც არცივა,
ფოთლების ნაცვლად ხისტოტებს
თოვლი დაცვივა.
რალამაზია არიცი
ფოთოლთა თოვლი.
ყინვა ზამთარში მედა შენ
მხოლოდ ჩვენ ორნი.