Showing posts with label ირაკლი ასლანიკაშვილი. Show all posts
Showing posts with label ირაკლი ასლანიკაშვილი. Show all posts

ირაკლი ასლანიკაშვილი - შობა

დღეს, შენი დაბადების დღეა, ჩემო უფალო.
მე კი, ვერაფერს ვერ ვიგონებ უცხოს და ახალს,
რადგან არ ვიცი, რით გაამო,
ჰოდა, უბრალოდ
შენი სახელით შევიწყალებ, დღეს, ყველა გლახას...
დაბადების დღე არა აქვთო, მეტყვიან, ღმერთებს.
მეც კვერს დავუკრავ და წავყვები თუნდაც თავდებად,
თუმც რამდენჯერაც გააკეთებს, ვინმე, სიკეთეს,
იმდენჯერ, ღმერთი, მწამს, ხელახლა დაიბადება...

ირაკლი ასლანიკაშვილი - დო, რე, მი

დო, რე, მი,
დო, რე, მი,
ცხოვრების მორევი
ტრიალებს,
ტრიალებს,
არა ვარ მომრევი, მე, მისი,
რე, მი, სი,
გთხოვ ზურგზე შემისვი,
უფალო,
ფა, ფა, რე,
და ისე
მატარე,
ფა-დიეზ, ფა-დიეზ,
და თან მაპატიე,
სი, ლა, სოლ,
სი, ლა, სოლ,
რომ არვინ მიყვარს,
ო...,