და მემუქრება ზეცა, ელვას წვეთებად მაყრის,
ქვაფენილს რეცხავს წვიმა, უმიზეზობით აყრილს...
და თქეში თმებში ჩამდის, ღრუბლებს დავიტევ თმებში,
ოღონდ ვცხოვრობდე სოფლად (მიმო)დაკარგულ მთებში.
ოღონდ შენი ხმა მქონდეს, შავ მიწას მივცემ სხეულს!
სულ არ დავეძებ ტკივილს, ეკალზე შემოხეულს...