Showing posts with label ზურა სალუქვაძე. Show all posts
Showing posts with label ზურა სალუქვაძე. Show all posts

ზურა სალუქვაძე - ლოდინში დაკარგული

-  კარგად ვარ... შენ როგორ ხარ?
 იცი?.... მომენატრე,
--მეც შენთან ნიავს
 ვატანდი შენზე ნატვრებს,
-  ჩემთან დრო ძალიან
 ნელა მიდიოდა,
-- მე კი უშენოდ
 გული მიმდიოდა.
-  სიზმარში გხედავდი...
 კოცნას ვერ ვბედავდი,
-- შენ კი ცაზე ვარსკვლავების
 ფონად ელავდი,
-  რა ძნელი ყოფილა
 ცხოვრება უშენოდ,
-- იცი?... მეც მომბეზრდა,
უთქმელად..... უენოდ!.....

ზურა სალუქვაძე - ქალი თეთრი კაბით

წვიმიან ქუჩაში ქალი ცეკვავდა,
წვეთებს რითმებად ეფერებოდა,
ხელებგაშლილი, მკერდმოღეღილი,
ღამეს თამამად ეალერსებოდა.
ის ტრიალებდა თავდავიწყებით,
ცეკვავდა მიწის ფეთქვის ბგერებზე,
ცამდე ადიოდა, ცამდე ცეკვავდა,
ცამდე იწეოდა თითისწვერებზე.
სრულ სიბნელეში სრულიად მარტო,
ის თავისსავე მუსიკას ქმნიდა,
მე კი ვიდექი და ვერც კი ვხვდებოდი,
წვიმა მეც მასთან ერთად რომ მცრიდა.

ზურა სალუქვაძე - ერთი გოგო შემიყვარდა

“ღამე იყო მთვარიანი….
თოვლიანი…. ქარიანი….”
გაზაფხულის წვიმა იყო,
ვარდი იყო ადრიანი,
ირგვლივ ეკალ-ბარდიანი,
სიყვარულის ამბიანი,
შუაღამით კლდის ძირ სახლთან,
ღვინოს ვსვავდი…. დარდიანი
და იმ ღამით ვარსკვლავთცვენის
ოცნებები ამხდარიყო,
სიზმრად ვნახე ის ყვავილი,
თურმე ჩემი გამხდარიყო,