Showing posts with label თამუნა ხელაძე. Show all posts
Showing posts with label თამუნა ხელაძე. Show all posts

თამუნა ხელაძე - შენებრ ეშხიანი რამდენია

შენებრ ეშხიანი რამდენია,
ჩემებრ გადარეულს სადღა ნახავ?
შენ ეს სილამაზე რა გგონია?
რომ მე უბერებელს ვეღარ მნახავ!
შენებრ დარდიმანდი რამდენია,
(ჩემებრ თავქარიანს სადღა ნახავ)
რისთვის მოიგონეს ჰარმონია?
ჩემში ქალი რომ ვერ დაგენახა!
წადი გადალახე გაზაფხული,
შენთვის ცრემლები არ დამდენია,
ჩემებრ შეშლილ ქალს შენ სადღა ნახავ?
შენებრ უმადური რამდენია!

თამუნა ხელაძე - სულაც არ ყოფილა ცხოვრება ადვილი

სულაც არ ყოფილა ცხოვრება ადვილი,
მაშინაც თუ გაწვიმს, როდესაც დარია,
გულში კი საფლავად ქცეული წადილი,
არ ვიცი თამბაქოს თუ ცდების ბრალია...

ყველაფერს ავიტან, დაკეტეთ სამოთხე,
ჯოჯოხეთს ვათრევ და ქალურად დავხდები,
ღმერთო თუ წადი და ეული დამტოვე,
ცხოვრების მასხარა არასდrოს გავხდები...

არავის ვაბრალებ,აღარ მსურს ბრალდება,
დღეს ჩემმა ღიმილმა ვიღაცა არია,
არ მინდა წყვდიადი და მაინც ღამდება,
არ ვიცი თამბაქოს თუ ჩემი ბრალია...