ჩუმად იყავი,
თვალები მეტყვის შენზე ყველაფერს.
ჩუმად იყავი,
ვხედავ ვარდები ემსგავსება თითქოს კელაპრებს.
ჩუმად იყავი,
თუნდაც სათქმელი გქნდეს ათასი,
ჩუმად იყავი,
რადგან ვერცხლია დღეს სიტყვის ფასი.
ჩუმად იყავი,
გაირინდება ოცნებებში ბებერი მუხა.
ჩუმად იყავი,
პოეტებსაც ამ დუმილში ეწვიათ მუზა.
ჩუმად იყავი,
სისულელეა სიტყვების თოვა.
ჩუმად იყავი,
თვით სიყვარულიც თავისით მოვა.