წვიმა როგორ მოვა –
ცაა ცარიელი!
დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა.
მინდა მოვიშორო ხორცი – ბარიერი,
მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.
გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი,
თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს – დამაწყდება.
სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს,
მჯერა,
მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.
მოდი,
გეხვეწები –
ასე ბანალურად გთხოვ და
ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება,
თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა,
ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.
Showing posts with label ნიკა ჩერქეზიშვილი. Show all posts
Showing posts with label ნიკა ჩერქეზიშვილი. Show all posts
ნიკა ჩერქეზიშვილი - გზაწვრილები
და...
შენ აღარა ხარ...
ნეტავ რატომ გახდი
ჩემი ცხოვრებიდან ფურცლად მოსახევი...
როცა
თავის ღერძზე
ბრუნავს დედამიწა,
დღემდე ათასჯერ და მეტჯერ მოსარყევი...
ახლა საღამოა...
ფიქრადჩამოღვრილი...
გული დამიმძიმდა
ასჯერ მოსათხრელი...
შენკენ მექაჩება
ყველა გზაწვრილი
და
ყველა ბილიკი
და
ყველა მოსახვევი.
შენ აღარა ხარ...
ნეტავ რატომ გახდი
ჩემი ცხოვრებიდან ფურცლად მოსახევი...
როცა
თავის ღერძზე
ბრუნავს დედამიწა,
დღემდე ათასჯერ და მეტჯერ მოსარყევი...
ახლა საღამოა...
ფიქრადჩამოღვრილი...
გული დამიმძიმდა
ასჯერ მოსათხრელი...
შენკენ მექაჩება
ყველა გზაწვრილი
და
ყველა ბილიკი
და
ყველა მოსახვევი.
ნიკა ჩერქეზიშვილი - დებოში
ჯერ მივესალმები გიჟებს და პოეტებს,
დღეს მათი ნახვა თუ კიდევ შეიძლება,
მერე მოგიყვებით,
რას ვფიქრობ ყოველდღე,
როცა მჭირს ცინიზმი და ტვინში მიძვრება
ათასი ჭია
და ძვლებამდე მბურღავენ,
რომ ვიყო კეთილი,
კარგი,
სანიმუშო,
მე კიდევ აღარ მაქვს სიწმინდის მუღამი,
ჰოდა,
მაპატიეთ,
დღეს უნდა ვიმრუშო,
დღეს უნდა დავლიო,
დღეს უნდა გამოვთვრე
და მერე ქუჩებში მოვაწყო დებოში,
დღეს მათი ნახვა თუ კიდევ შეიძლება,
მერე მოგიყვებით,
რას ვფიქრობ ყოველდღე,
როცა მჭირს ცინიზმი და ტვინში მიძვრება
ათასი ჭია
და ძვლებამდე მბურღავენ,
რომ ვიყო კეთილი,
კარგი,
სანიმუშო,
მე კიდევ აღარ მაქვს სიწმინდის მუღამი,
ჰოდა,
მაპატიეთ,
დღეს უნდა ვიმრუშო,
დღეს უნდა დავლიო,
დღეს უნდა გამოვთვრე
და მერე ქუჩებში მოვაწყო დებოში,
ნიკა ჩერქეზიშვილი - "რა დრო სჭირდება"
რა დრო სჭირდება
ერთი ღერი სიგარეტის მოწევას?
ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს.
ბევრს ვსვამ,
ბევრს ვეწევი,
მაგრამ თავის მოტყუება აღარ გამომდის.
როგორც ჩანს,
ყველაფერი ცუდად არის,
როცა დილით,
მაგიდაზე დამხობილი, ჩაცმული იღვიძებ.
მახსოვს,
შენ მოდიოდი
და მე თავს ვანებებდი
ჩემი საყვარელი ლექსების კითხვას.
ერთი ღერი სიგარეტის მოწევას?
ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს.
ბევრს ვსვამ,
ბევრს ვეწევი,
მაგრამ თავის მოტყუება აღარ გამომდის.
როგორც ჩანს,
ყველაფერი ცუდად არის,
როცა დილით,
მაგიდაზე დამხობილი, ჩაცმული იღვიძებ.
მახსოვს,
შენ მოდიოდი
და მე თავს ვანებებდი
ჩემი საყვარელი ლექსების კითხვას.
ნიკა ჩერქეზიშვილი - "ჩემი არჩევანია ერთი ბოთლი არაყი"
ჩემი არჩევანია ერთი ბოთლი არაყი,
ყოფნასა და არყოფნას შორის.
მთვრალი კაცი თუ ფანჯარას გამოაღებს,
მხოლოდ იმისთვის,
რომ გახურებული შუბლი გაიგრილოს.
არ შემიძლია
გულაღმა ვიწვე და ვლოცულობდე,
პირქვე დავემხობი ხოლმე,
ღმერთს როცა ვეძახი.
სიბნელეში რომ სინათლის მარცვლები გაღვივდებიან -
ეგ არის უფალი.
ყოფნასა და არყოფნას შორის.
მთვრალი კაცი თუ ფანჯარას გამოაღებს,
მხოლოდ იმისთვის,
რომ გახურებული შუბლი გაიგრილოს.
არ შემიძლია
გულაღმა ვიწვე და ვლოცულობდე,
პირქვე დავემხობი ხოლმე,
ღმერთს როცა ვეძახი.
სიბნელეში რომ სინათლის მარცვლები გაღვივდებიან -
ეგ არის უფალი.
ნიკა ჩერქეზიშვილი - "რას ნიშნავს ზამთრის შუაღამეს..."
რას ნიშნავს ზამთრის შუაღამეს
ღია ფანჯარა?
მარტოობა არ არის სახალისო.
ოთახში და სხეულში ერთნაირი სიცივეა.
ვგრძნობდე,
რომ გათენდება
და მზის ამოსვლას დაველოდებოდი.
მე მაქვს ყველაფერი, რაც მჭირდება,
მაგრამ ეს მხოლოდ ის არის, რაც მე მჭირდება.
ღია ფანჯარა?
მარტოობა არ არის სახალისო.
ოთახში და სხეულში ერთნაირი სიცივეა.
ვგრძნობდე,
რომ გათენდება
და მზის ამოსვლას დაველოდებოდი.
მე მაქვს ყველაფერი, რაც მჭირდება,
მაგრამ ეს მხოლოდ ის არის, რაც მე მჭირდება.
ნიკა ჩერქეზიშვილი - "გახედავ ფანჯარას და ღამეა..."
გახედავ ფანჯარას და ღამეა.
გახედავ და ღამე.
არავის სჭირდები,
არავინ გეძებს.
თავსაც ვეღარაფრით იტყუებ.
ღამეებს უთევ ძილგამტყდარ ნერვებს,
საპატიო ყარაულში ხარ.
დროდადრო,
ტელეფონის სადენზე გიშტერდება თვალი.
ჭერზე გადამწვარი ნათურასავით
კიდია თვითირონია.
...
სიყვარული კი ის ოთახია,
სადაც ჯერ კიდევ წვებიან ორნი.
გახედავ და ღამე.
არავის სჭირდები,
არავინ გეძებს.
თავსაც ვეღარაფრით იტყუებ.
ღამეებს უთევ ძილგამტყდარ ნერვებს,
საპატიო ყარაულში ხარ.
დროდადრო,
ტელეფონის სადენზე გიშტერდება თვალი.
ჭერზე გადამწვარი ნათურასავით
კიდია თვითირონია.
...
სიყვარული კი ის ოთახია,
სადაც ჯერ კიდევ წვებიან ორნი.
ნიკა ჩერქეზიშვილი - "რატომ უნდა ვამჩნევდე"
რატომ უნდა ვამჩნევდე
ამ საახალწლოდ მორთულ ქუჩებში
ათასი წვრილმანის (თუ ჯანდაბის) მაღაზიის წინ
მუყაოგადაფარებულ სამშენებლო ბლოკზე
მოკრუნჩხულ მოხუც ქალს,
წინ ტუალეტის ქაღალდები რომ ულაგია და ყიდის?
რატომ უნდა ვითვლიდე გონებაში,
რამდენი ასეთი ქაღალდი უნდა გაყიდოს,
რომ უღირდეს დეკემბრის გვიან საღამოს
ყინვასა და სიცივეში გარეთ ჯდომა?
რატომ უნდა ვფიქრობდე,
ვინ ელოდება შინ მის დაბრუნებას,
ან ელოდება თუ არა საერთოდ?
ეს არის პოეზია?
ეს არის ესთეტიკა?
ამ საახალწლოდ მორთულ ქუჩებში
ათასი წვრილმანის (თუ ჯანდაბის) მაღაზიის წინ
მუყაოგადაფარებულ სამშენებლო ბლოკზე
მოკრუნჩხულ მოხუც ქალს,
წინ ტუალეტის ქაღალდები რომ ულაგია და ყიდის?
რატომ უნდა ვითვლიდე გონებაში,
რამდენი ასეთი ქაღალდი უნდა გაყიდოს,
რომ უღირდეს დეკემბრის გვიან საღამოს
ყინვასა და სიცივეში გარეთ ჯდომა?
რატომ უნდა ვფიქრობდე,
ვინ ელოდება შინ მის დაბრუნებას,
ან ელოდება თუ არა საერთოდ?
ეს არის პოეზია?
ეს არის ესთეტიკა?
ნიკა ჩერქეზიშვილი - "რა უცნაურია"
რა უცნაურია,
რომ ვდგავარ ახლა ფანჯარასთან
და დაჟინებით ვუყურებ
ქუჩაზე გადმომავალ გასაცოდავებულ მოხუცს,
წელში მოხრილს,
ტვირთად რომ აწევს მთელი ეს უმადური ცხოვრება
და ვწერ ამ ლექსს,
ნაცვლად იმისა,
ვიწვე ტახტზე
და მშვიდად ვუსმენდე გალიაში მყოფი იადონის გალობას,
რომელიც,
შეიძლება,
სინამდვილეში კი არ მღერის,
ყვირის,
ყვირის,
ყვირის.
რომ ვდგავარ ახლა ფანჯარასთან
და დაჟინებით ვუყურებ
ქუჩაზე გადმომავალ გასაცოდავებულ მოხუცს,
წელში მოხრილს,
ტვირთად რომ აწევს მთელი ეს უმადური ცხოვრება
და ვწერ ამ ლექსს,
ნაცვლად იმისა,
ვიწვე ტახტზე
და მშვიდად ვუსმენდე გალიაში მყოფი იადონის გალობას,
რომელიც,
შეიძლება,
სინამდვილეში კი არ მღერის,
ყვირის,
ყვირის,
ყვირის.
ნიკა ჩერქეზიშვილი - "ცხოვრებას რომ გაუუცხოვდები"
ცხოვრებას რომ გაუუცხოვდები
და გზაგაყრილები
ერთმანეთს ვეღარ ხვდებით.
ცხოვრება კი არა,
კაცები გაიშვიათდნენ ქალაქში,
დანახვა გაგიხარდეს,
ხელის ჩამორთმევა მოგინდეს.
საკუთარი თავი ხომ
ყელში აქვს ყველას გაჩხერილი.
და გზაგაყრილები
ერთმანეთს ვეღარ ხვდებით.
ცხოვრება კი არა,
კაცები გაიშვიათდნენ ქალაქში,
დანახვა გაგიხარდეს,
ხელის ჩამორთმევა მოგინდეს.
საკუთარი თავი ხომ
ყელში აქვს ყველას გაჩხერილი.
ნიკა ჩერქეზიშვილი - მატარებლები
თუ მატარებლები სადგურში დგანან,
ადამიანები როგორღა გვტოვებენ?
უცებ რომ მორჩეს ყველაფერი
და თვალები აღარ იყოს თვალები
და ხელები აღარ იყოს ხელები
და გული აღარ იყოს გული...
მე არავინ მყავს,
ვინც ადგილზე გაიყინება.
უცნაურია,
ბედნიერებაზე ვფიქრობ
და ის საღამოები მიდგას თვალწინ,
ჩემს ცხოვრებაში რომ არასოდეს დადგება.
ადამიანები როგორღა გვტოვებენ?
უცებ რომ მორჩეს ყველაფერი
და თვალები აღარ იყოს თვალები
და ხელები აღარ იყოს ხელები
და გული აღარ იყოს გული...
მე არავინ მყავს,
ვინც ადგილზე გაიყინება.
უცნაურია,
ბედნიერებაზე ვფიქრობ
და ის საღამოები მიდგას თვალწინ,
ჩემს ცხოვრებაში რომ არასოდეს დადგება.
ნიკა ჩერქეზიშვილი - დღეები
ზოგი დღე იმ კაცს ჰგავს,
გამარჯობის თქმა რომ არ იცის,
უჟმურია,
უმარილო.
ზოგი - ცხრამეტი, ოცი წლის გოგოს,
ქუჩაში რომ მოდის
ცისკენ აწვდილი თეძოებით,
ცისკენ აწვდილი მკერდით,
ცისკენ აწვდილი ხელებით
და თმას მაღლა იწევს.
...
ჩვენ რაც შეგვეხება,
ცოცხლები არავის ვახსოვართ
და მკვდრები ვის გავახსენდებით.
გამარჯობის თქმა რომ არ იცის,
უჟმურია,
უმარილო.
ზოგი - ცხრამეტი, ოცი წლის გოგოს,
ქუჩაში რომ მოდის
ცისკენ აწვდილი თეძოებით,
ცისკენ აწვდილი მკერდით,
ცისკენ აწვდილი ხელებით
და თმას მაღლა იწევს.
...
ჩვენ რაც შეგვეხება,
ცოცხლები არავის ვახსოვართ
და მკვდრები ვის გავახსენდებით.
ნიკა ჩერქეზიშვილი - "ბედი"
ბედი?
შენ იცი, არასოდეს მწყალობდა ბედი.
და მაინც ვწერდი,
რასაც ჩემთვის ცხოვრება შლიდა.
თუმცა მინდა,
რომ ბნელ სარდაფში გულაღმა ვეგდო,
მზის გულზე ვდგავარ, რომ მხედავდე
და იყო მშვიდად.
შენ იცი, არასოდეს მწყალობდა ბედი.
და მაინც ვწერდი,
რასაც ჩემთვის ცხოვრება შლიდა.
თუმცა მინდა,
რომ ბნელ სარდაფში გულაღმა ვეგდო,
მზის გულზე ვდგავარ, რომ მხედავდე
და იყო მშვიდად.
ნიკა ჩერქეზიშვილი - "ომია"
ომია,
ადამიანები იხოცებიან.
გუშინ ერთის სიკვდილი გავიგე,
დღეს - ორის,
ხვალ...
ომია,
ნამდვილი ომი.
...
რაღაცა მოვიცვი,
თითქმის ინსტიქტურად გადავიწერე პირჯვარი
და სანამ კიბეზე ჩავირბენდი,
სანამ გავიხურავდი კარს,
სანამ ჩემი სიკვდილის ამბავი გავრცელდებოდა
ხვალ იქნებოდა თუ ზეგ,
ჩემდაუნებურად შემოვტრიალდი ოთახისკენ
და გავიფიქრე:
ნეტავ, ვის ვუტოვებ ამ ფრთაგაუმაგრებელ ჩიტებს?
ადამიანები იხოცებიან.
გუშინ ერთის სიკვდილი გავიგე,
დღეს - ორის,
ხვალ...
ომია,
ნამდვილი ომი.
...
რაღაცა მოვიცვი,
თითქმის ინსტიქტურად გადავიწერე პირჯვარი
და სანამ კიბეზე ჩავირბენდი,
სანამ გავიხურავდი კარს,
სანამ ჩემი სიკვდილის ამბავი გავრცელდებოდა
ხვალ იქნებოდა თუ ზეგ,
ჩემდაუნებურად შემოვტრიალდი ოთახისკენ
და გავიფიქრე:
ნეტავ, ვის ვუტოვებ ამ ფრთაგაუმაგრებელ ჩიტებს?
ნიკა ჩერქეზიშვილი - ერთი სიყვარულით
რაღაც ისეთი,
ამოუცნობი,
ახალგაზრდა ქალი ქმართან ერთად რომ მოდის ქუჩაში,
მოგიახლოვდება და მკერდზე დაიხედავს.
ადამიანებზე რა უნდა ვთქვა,
როცა სიგარეტსაც კი საშინლად ვეჩვევით.
ჩემი ყველა დილა ყავით იწყება,
ყველა ღამე - უშენოდ.
ხანდახან იმაზე დავფიქრდები ხოლმე,
ცოცხალი რომ აღარ ვიქნები.
პოეზიაც შენივე თავთან საუბარია,
შენივე თავის პატრონობა.
როცა გარშემო არავინაა,
მოვა და გამოგელეპარაკება,
მოგისმენს,
თვითონაც გეტყვის ორიოდ სიტყვას,
შეიძლება
მხარზეც გადაგხვიოს ხელი.
ამოუცნობი,
ახალგაზრდა ქალი ქმართან ერთად რომ მოდის ქუჩაში,
მოგიახლოვდება და მკერდზე დაიხედავს.
ადამიანებზე რა უნდა ვთქვა,
როცა სიგარეტსაც კი საშინლად ვეჩვევით.
ჩემი ყველა დილა ყავით იწყება,
ყველა ღამე - უშენოდ.
ხანდახან იმაზე დავფიქრდები ხოლმე,
ცოცხალი რომ აღარ ვიქნები.
პოეზიაც შენივე თავთან საუბარია,
შენივე თავის პატრონობა.
როცა გარშემო არავინაა,
მოვა და გამოგელეპარაკება,
მოგისმენს,
თვითონაც გეტყვის ორიოდ სიტყვას,
შეიძლება
მხარზეც გადაგხვიოს ხელი.
ნიკა ჩერქეზიშვილი - მუხლები
სიცოცხლე, რა თქმა უნდა, უსასრულოა,
მაგრამ ჯინსებში და კედებში
მხოლოდ რამდენიმე ათეული წელიწადი გრძელდება.
მე ჩემს ნამდვილ სახეს
ჩემი პატარა შვილის თვალებში ვხედავ,
როცა ვუყურებ, როგორ მორბის ჩემკენ
და მეშინია, არ წაიქცეს.
ადრე პოეზია საშინელი წინათგრძნობა მეგონა,
ახლა აღარ მგონია,
დარწმუნებული ვარ, ზუსტად ეგ არის.
საოცარია,
რომ ჯერ თუ წერა არ დავიწყე,
ვერ ვლოცულობ.
სიტყვებს მივყავართ ღმერთამდე და არა სიჩუმეს.
სად მიდის მამა,
ვინც შუა გზაზე ერთადერთ ქალიშვილს ტოვებს?
მე გეტყვი,
სადაც მიდის:
მუხლებზე დაიხედე,
შეუძლებელია ისინი გადაყვლეფილი გქონდეს.
მაგრამ ჯინსებში და კედებში
მხოლოდ რამდენიმე ათეული წელიწადი გრძელდება.
მე ჩემს ნამდვილ სახეს
ჩემი პატარა შვილის თვალებში ვხედავ,
როცა ვუყურებ, როგორ მორბის ჩემკენ
და მეშინია, არ წაიქცეს.
ადრე პოეზია საშინელი წინათგრძნობა მეგონა,
ახლა აღარ მგონია,
დარწმუნებული ვარ, ზუსტად ეგ არის.
საოცარია,
რომ ჯერ თუ წერა არ დავიწყე,
ვერ ვლოცულობ.
სიტყვებს მივყავართ ღმერთამდე და არა სიჩუმეს.
სად მიდის მამა,
ვინც შუა გზაზე ერთადერთ ქალიშვილს ტოვებს?
მე გეტყვი,
სადაც მიდის:
მუხლებზე დაიხედე,
შეუძლებელია ისინი გადაყვლეფილი გქონდეს.
ნიკა ჩერქეზიშვილი - Silence
გულაღმა წოლას და ფიქრს მივეჩვიე,
ან ფანჯარასთან ვდგავარ ხოლმე და ქუჩაში ვიყურები,
თუ, რა თქმა უნდა, ქალაქში არ დავბოდიალობ.
მკვდრებს უნდათ, მაგრამ ვეღარ წერენ,
როგორც ეტყობა, ჯერ ისევ ვსუნთქავ.
მაინც რა არის სიყვარული?
ალბათ ის, მთელი ცა ვარსკვლავებით რომ არის მოჭედილი,
შენს ოთახში კი, ჭერზე, მხოლოდ ჩამოსული წვიმისგან დატოვებული ლაქებია.
ვის შეუძლია დაინახოს შენი ტკივილი?
ვინც შენს თვალებში იხედება, მას შეუძლია,
ვინც შენთან ერთად ხუჭავს თვალებს, ის თუ გაიგებს.
შუაღამეა,
ჩვენ სხვადასხვა სახლებში გვძინავს,
ალბათ ამიტომ აღარ ვიცი, როდის თენდება.
ან ფანჯარასთან ვდგავარ ხოლმე და ქუჩაში ვიყურები,
თუ, რა თქმა უნდა, ქალაქში არ დავბოდიალობ.
მკვდრებს უნდათ, მაგრამ ვეღარ წერენ,
როგორც ეტყობა, ჯერ ისევ ვსუნთქავ.
მაინც რა არის სიყვარული?
ალბათ ის, მთელი ცა ვარსკვლავებით რომ არის მოჭედილი,
შენს ოთახში კი, ჭერზე, მხოლოდ ჩამოსული წვიმისგან დატოვებული ლაქებია.
ვის შეუძლია დაინახოს შენი ტკივილი?
ვინც შენს თვალებში იხედება, მას შეუძლია,
ვინც შენთან ერთად ხუჭავს თვალებს, ის თუ გაიგებს.
შუაღამეა,
ჩვენ სხვადასხვა სახლებში გვძინავს,
ალბათ ამიტომ აღარ ვიცი, როდის თენდება.
ნიკა ჩერქეზიშვილი - Impossible
დღეს ვფიქრობდი,
რომ არ შემიძლია
ვიჯდე პრესტიჟულ რესტორანში,
საუკეთესო ადგილას,
სმოკინგში გამოწყობილი და გელოდებოდე,
როდის მოხვალ საღამოს კაბით,
წარმოდგენაც რომ რთულია,
ისეთი მშვენიერი.
დღეს მე ღამის 11 საათამდე ვმუშაობდი,
მეცვა 2 წლის წინ ნაყიდი ჯინსი და 2 დღის წინ გარეცხილი მაისური,
ფეხსაცმელს, ალბათ, არა უშავს რა,
ჩემთვის ძალიან ძვირი მივეცი...
სწორედ ძილის დროს დავბრუნდი სახლში
და დავწერე ეს რაღაც,
ლექსისმაგვარი,
მარტო იმიტომ,
რომ საშინლად მინდოდა,
შენ მაინც შეგძლებოდა
დამხვედროდი ჩვენს პატარა ოთახში,
ორ კაცზე გაწყობილ მაგიდასთან,
ალბათ შემწვარი კარტოფილი თუ გვექნებოდა,
ანდა სალათი,
რამე უბრალო, ბოსტნეულის...
და იქნებოდი ისეთი მშვენიერი,
წარმოდგენა რომ რთულია და შეუძლებელიც.
რომ არ შემიძლია
ვიჯდე პრესტიჟულ რესტორანში,
საუკეთესო ადგილას,
სმოკინგში გამოწყობილი და გელოდებოდე,
როდის მოხვალ საღამოს კაბით,
წარმოდგენაც რომ რთულია,
ისეთი მშვენიერი.
დღეს მე ღამის 11 საათამდე ვმუშაობდი,
მეცვა 2 წლის წინ ნაყიდი ჯინსი და 2 დღის წინ გარეცხილი მაისური,
ფეხსაცმელს, ალბათ, არა უშავს რა,
ჩემთვის ძალიან ძვირი მივეცი...
სწორედ ძილის დროს დავბრუნდი სახლში
და დავწერე ეს რაღაც,
ლექსისმაგვარი,
მარტო იმიტომ,
რომ საშინლად მინდოდა,
შენ მაინც შეგძლებოდა
დამხვედროდი ჩვენს პატარა ოთახში,
ორ კაცზე გაწყობილ მაგიდასთან,
ალბათ შემწვარი კარტოფილი თუ გვექნებოდა,
ანდა სალათი,
რამე უბრალო, ბოსტნეულის...
და იქნებოდი ისეთი მშვენიერი,
წარმოდგენა რომ რთულია და შეუძლებელიც.
ნიკა ჩერქეზიშვილი - ბიჭი დინამიტით ხელში
მე ამ ლექსს არ ვუწერ ზამთარს,
რომელსაც აკლია სიცივე
და არ ვუწერ ტყის ველურ მარწყვს
და არ ვუწერ თოკზე გაკიდულ ტანსაცმელს
და არ ვუწერ მწვანე ჯარისკაცებით სავსე ყუთს
და არ ვუწერ ნივთებს,
რომლებთან განშორებაც მიჭირს
და მითუმეტეს არ ვუწერ ღამეს,
რომელსაც აკლიხარ შენ
და არ ვუწერ დიანა არბუსს,
რომელიც დააკლდა ყველას
და არ ვუწერ 83 წლის ვივიენ მაიერს,
და არ ვუწერ 22 წლის ფრანჩესკა ვუდმენს
და არ ვუწერ ამ ცარიელ თარიღებს,
რომლებიც არაფერს გვეუბნებიან
და არ ვუწერ არავის და არაფერს მხოლოდ ინტერესის გამო.
მე უბრალოდ არ ვიცი სხვა რამის კეთება
და როცა წასვლა მომინდება, ავდგები და წავალ.
მე აქ ჩემი ფურცლებით მოვედი
და ჩემი ცხოვრება ამ ფურცლებზეა.
რომელსაც აკლია სიცივე
და არ ვუწერ ტყის ველურ მარწყვს
და არ ვუწერ თოკზე გაკიდულ ტანსაცმელს
და არ ვუწერ მწვანე ჯარისკაცებით სავსე ყუთს
და არ ვუწერ ნივთებს,
რომლებთან განშორებაც მიჭირს
და მითუმეტეს არ ვუწერ ღამეს,
რომელსაც აკლიხარ შენ
და არ ვუწერ დიანა არბუსს,
რომელიც დააკლდა ყველას
და არ ვუწერ 83 წლის ვივიენ მაიერს,
და არ ვუწერ 22 წლის ფრანჩესკა ვუდმენს
და არ ვუწერ ამ ცარიელ თარიღებს,
რომლებიც არაფერს გვეუბნებიან
და არ ვუწერ არავის და არაფერს მხოლოდ ინტერესის გამო.
მე უბრალოდ არ ვიცი სხვა რამის კეთება
და როცა წასვლა მომინდება, ავდგები და წავალ.
მე აქ ჩემი ფურცლებით მოვედი
და ჩემი ცხოვრება ამ ფურცლებზეა.
ნიკა ჩერქეზიშვილი - Requiem
დილიდან თოვდა, შუადღისკენ უფრო იმატა.
არა მგონია, ამ ცხოვრებას თავი მოებას.
ვინც ახლა ჩემზე ჭორაობენ, ერთი იმათიც...
ეს სტროფი ასე ბოლოვდება - ამაოება.
დღეს ერთი მაგრად გამოვთვრები, ალბათ ღორივით,
დავწვები მერე იატაკზე, მიყვარს მტვრის სუნი.
საკუთარ სისხლს რომ არ წავბილწავ - ორჯერ ორია,
ჰოდა, ალერსზე უარს ვამბობ, წადი, ფისუნი.
დავრჩები მარტო, სიმარტოვე ლურჯი ფერია.
ერთი სული მაქვს, ერთი ვარ და ერთს ვეფერები.
საითაც გინდა გაიხედე - არაფერია.
ყველაფერია - მხოლოდ მისი ბედნიერება.
შუადღით თოვდა, საღამოსკენ უფრო იმატა.
წელს უჩვეულოდ ცივი ხელი ჰქონდა ნოემბერს.
მე სიცოცხლეში მიმატოვეს, ჩანს, გამიმართლა,
საზიზღრობაა, რომ კვდები და მერე გტოვებენ.
არა მგონია, ამ ცხოვრებას თავი მოებას.
ვინც ახლა ჩემზე ჭორაობენ, ერთი იმათიც...
ეს სტროფი ასე ბოლოვდება - ამაოება.
დღეს ერთი მაგრად გამოვთვრები, ალბათ ღორივით,
დავწვები მერე იატაკზე, მიყვარს მტვრის სუნი.
საკუთარ სისხლს რომ არ წავბილწავ - ორჯერ ორია,
ჰოდა, ალერსზე უარს ვამბობ, წადი, ფისუნი.
დავრჩები მარტო, სიმარტოვე ლურჯი ფერია.
ერთი სული მაქვს, ერთი ვარ და ერთს ვეფერები.
საითაც გინდა გაიხედე - არაფერია.
ყველაფერია - მხოლოდ მისი ბედნიერება.
შუადღით თოვდა, საღამოსკენ უფრო იმატა.
წელს უჩვეულოდ ცივი ხელი ჰქონდა ნოემბერს.
მე სიცოცხლეში მიმატოვეს, ჩანს, გამიმართლა,
საზიზღრობაა, რომ კვდები და მერე გტოვებენ.
Subscribe to:
Posts (Atom)