ზამთრის ცივ ღამეს მომენატრა შენი სხეული,
ის ხშირი სუნთქვა, ტუჩებს მკერდზე რომ ახელებდა,
ეგ ლერწმის ტანი, ნაბადივით შემოხვეული,
და სიგარეტი, ხანდახან რომ შეგვასვენებდა.
გაზაფხულდება კვლავ გაშლიან კვირტებს ვარდები,
მე შენი სუნი სიგიჟემდე მომენატრება,
შენს სილუეტს თუ დახატავენ სადღაც მხატვრები,
ეჭვი დამახრჩობს ან მხატვარი შემომაკვდება.
თითქოს აქა ხარ, შენს თითებს ვგრძნობ, უტკბილეს ტუჩებს,
ვხვდები ჩემთან ხარ, ყოველ წუთას, დღისით თუ ღამით,
ეგ სილამაზე რომ აღვწერო არ მყოფნის ნიჭი,
არ იწერება რასაც მე ვგრძნობ არც ერთი კალმით.