Showing posts with label
შანდორ პეტეფი
.
Show all posts
Showing posts with label
შანდორ პეტეფი
.
Show all posts
შანდორ პეტეფი - ღრუბელი და ვარსკვლავი
როცა მოწყენით კაცს ქმნიდა ღმერთი ,
მრისხანე იყო, შუბლშეჭმუხვნილი.
ღვთის მოწყენისგან ღრუბელი გაჩნდა,
ღვთის რისხვისაგან – ჭექა–ქუხილი.
ქალს, სიხარული ცრემლებით ქმნიდა ,
ღმერთი ვერ გრძნობდა ქვეყნის სიმძიმეს,
იმ ცრემლებისგან ვარსკვლავი გაჩნდა
და ყოველ ღამე ცაზე ციმციმებს.
განაგრძე კითხვა >>
შანდორ პეტეფი - შორიდან
დიდი დუნაის პირად
პატარა სახლი არი,
მე თავზე მეტად მიყვარს
მისი ეზო და კარი.
მომაგონდება ხშირად
სარკმელში შუქი მკრთალი,
წამწამზე ცრემლი ბრწყინავს,
ცრემლით მევსება თვალი.
მე ახლა ვნანობ, სახლი
რატომ დავტოვე დედის...
ასე არ ფიქრობს კაცი,
როცა მომავალს ელტვის.
განაგრძე კითხვა >>
შანდორ პეტეფი - საამო ღამე
საამო ღამე! ბაღის სურნელი
გვხიბლავს, ძვირფასო, ტკბილსასურველი,
სიჩუმე, სადღაც ძაღლი წკავწკავებს.
ცა ჰყვავის შვიდი,
თეთრდება ბინდი,
კაშკაში გააქვთ ცაზე ვარსკვლავებს.
მე ვიქნებოდი ვარსკვლავი ცუდი,
ვერ დავდგებოდი უშენოდ წუთით
ცაზე, თუნდ იყოს კალმით ნახატიც,
განმარტოებით!
ცას დავტოვებდი
და ყოველ ღამე შენ მოგნახავდი.
განაგრძე კითხვა >>
შანდორ პეტეფი - ჩემი საუკეთესო ლექსი
ჩემს ლექსებს შორის ერთს ვარჩევ ყველას,
მე ის მომიტანს სახელს, დიდებას,
ლექსი, რომელიც ჩვენს ჯალათ ვენას
შურისძიებად წაეკიდება.
ო, სიტყვა „სიკვდილს“ ჩემი მახვილი
ასი მტრის გულში აღბეჭდავს ასჯერ!
და ეს იქნება ლექსი ნამდვილი,
ლექსი, რომელსაც ოდესმე დავწერ.
განაგრძე კითხვა >>
შანდორ პეტეფი - სიყვარული და თავისუფლება
სალოცავ ხატად ორი რამ მინდა,
თავისუფლება და ტრფობა წმინდა,
ყველა ოცნება ამისრულდება
გულს სიყვარული თუ მიქცევს ფერფლად,
მაგრამ თუ მომთხოვს თავისუფლება,
მას სივარულსაც შევწირავ მსხვერპლად.
განაგრძე კითხვა >>
Older Posts
Home
Subscribe to:
Posts (Atom)