Showing posts with label ვახტანგ არაგველი. Show all posts
Showing posts with label ვახტანგ არაგველი. Show all posts

ვახტანგ არაგველი - ბალადა დაჭრილ მებრძოლზე

რას ბობოქრობ, შენ ცისფერო მდინარევ
დაჭრილი ვარ, ტყვიას არ უჯობნია
ეს ღრუბელი თუ შემიხვევს იარებს,
ან ნიავი გამამშრალებს ოფლიანს.

უპატრონო არავის არ გეგონოთ,
აბა ერთი ჩემიანი ნახევით,
საქართველო ვისაც გაგიგონიათ
და გმირული ქართველების სახელი.

მოვკვდები და იქნებ ჯავრიც იყარონ
ვაჟას შველი მთებში აქვითინდება
და ცრემლებით დაიცლება მთის წყარო!!!