Showing posts with label ლაშა დავითულიანი. Show all posts
Showing posts with label ლაშა დავითულიანი. Show all posts

ლაშა დავითულიანი - აფხაზეთის მხარეში

ენგურსა და ფსოუს შორის უცხო მხრიდან მესვრიან
რიწის ტბასთან გავიარე უგზოუკვლო თარეშში,
უნამუსოდ გაფანტული მოწამლული გესლია
წლების უკან თავმომწონე აფხაზეთის მხარეში.
წლების უკან თავმომწონე აფხაზეთის მხარეში
სადაც აღარც სინათლეა, აღარც ქრისტე-მესია,
უცხო ფერით გადათოვლილ უცხო მიწის ქანებში
უმოწყალოდ მდევნიან და დაუნდობლად მესვრიან.
აფხაზეთის მხარეში, ჭოროხსა და ლიხის ქედს,
სადაც ნიკოფსიიდან ჭიმავს დიდი მანძილი
მტარვალებმა გარიყეს  რწმენა  და არც იკითხეს
ისე დაეპატრონენ მოპარული განძივით.
ბზიფის პირას მდინარეზე სილამაზე ღმერთშია
ჯიქეთისგან წარმოიქმნა დაკარგული ადგილი
ეხლა ყველა მოგონება გაფანტული ხრეშია
აფხაზეთის სახელი კი  მხოლოდ ერთი გრაგნილი.
ენგურსა და ფსოუს შორის უცხო მხრიდან მესვრიან
რიწის ტბასთან გავიარე უგზოუკვლო თარეშში
უნამუსოდ გაფანტული მოწამლული გესლია
წლების უკან თავმომწონე აფხაზეთის მხარეში.

ლაშა დავითულიანი - იმ დღეს

მე შენი ნახვა მინდოდა იმ დღეს,
იმ დღეს, როდესაც მაგ ცრემლთა დენამ
ბაგეთა ჩუმი დაცრემლვა იწყეს
და დაცრემლილის კვალად დარჩენა.
მე შენი ნახვა მინდოდა იმ დღეს,
იმ დღეს, როდესაც ფანტელმა ყველამ
გადაიარა მანძილთა სივრცე
და განაბული სიზმრით დათოვა.
მე შენი ნახვა მინდოდა იმ დღეს,
იმ დღეს მინდოდა მენახე მწყნარად,
შენი თვალები ცდუნებას იწვევს
და ალბათ მუდამ დამყვება ქნარად.
ცრემლს სინანული ყოველთვის წინ სდევს,
ალბათ ვიხილავ იმ დღეს ოდესღაც,
მე შენი ნახვა მინდოდა იმ დღეს,
იმ დღეს, როდესაც...

ლაშა დავითულიანი - სად არის

სად არის შენი დანაპირები?!
სად არის იმედს ოცნებით რწყავდე?!
თავის მოკვლასაც დავაპირებდი
ლოცვების იქით შენ რომ არ მყავდე.
სად არის ღმერთი, აპოთეოზი
სად არის შუქი, დაცრემლილ ცაზე,
ისე ძველი ვარ, როგორც ხეოფსი
უმისამართოდ მიმავალ გზაზე.
მელანქოლია იწყეს რტოებმა,
მელანქოლია, სევდის მაგვარი,
ჩემი ცხოვრების სხვა განშტოება
ვერ მიპოვნია კიდევ სად არის...