და...
გარეშე ყოველგვარი ხათრის,-
განსწავლულის (ეს რა ვნახე) პრეტენზიით,-
ტრიბუნაზე
უწიგნური
ადის.
თავმჯდომარე ორატორებს უხმობს სიით
და...
გარეშე ცერდენა ხათრის,-
პატრიოტის (ვიღუპებით!) პრეტენზიით,-
ტრიბუნაზე
უცხო თესლი ადის.
თავმჯდომარე ორატორებს უხმობს სიით
და...
ტყუილში ქურციკივით მარდი,-
ქველმოქმედის (დავიღუპეთ!) პრეტენზიით,-
ტრიბუნაზე მატრაბაზი ადის.
და...
გექნებათ შენიშნული, ალბათ,-
ჩაწყობანი როცა ხდება კარტის,-
ზოგიერთი,
ვინც ვერ უძლებს ამას,-
დარბაზიდან
ფეხაკრეფით
გადის.
Muxran Machavariani - Sxdoma
მუხრან მაჭავარიანი - სხდომა
No comments:
Post a Comment