მუხრან მაჭავარიანი - ვოლგა

საოცარია!
მდინარე და ასეთი ნელი!
ლივლივებს ვოლგა, -
ზღვამ რომ იცის
ისე, იმგვარად.
ვოლგის სიდინჯემ
აღვირახსნილ თერგის მნახველი, -
მოთმინებიდან,
ლამის იყო, გამომიყვანა.

მინდოდა:
ხელი ჩამეკიდა, ერთად გვერბინა...
გაგიგონია! -
თანაგრძნობა არ გამიწია:
დინჯმა სურვილზე
ხელი უხმოდ ამაღებინა,
საითკენ მიდის
ისიც კი არ გამაგებინა, -
- ქართველი ხარო...
- გეტყობაო! -
და გამიცინა.

საოცარია!
მდინარე და ასეთი ნელი!
ლივლივებს, ვოლგა, -
ზღვამ რომ იცის
ისე, იმგვარად.

Muxran Machavariani - Volga
მუხრან მაჭავარიანი - ვოლგა

No comments:

Post a Comment