- გამარჯობა, როგორ ხარ?
- როგორც დაგიბარებია...
- სოფელში რა ამბავია?
- მშვენიერი დარებია.
- სხვას რას მეტყვი?
- სხვა რა გითხრა...
ვახტანგი ღმერთს ჰყვარებია!
- ვინ ვახტანგი?
- აღარ გახსოვს, -
შენთან დაუმთავრებია...
- მერე?
- ბიჭი შეეძინა -
საცრისტოლა თვალები აქვს...
- ბიჭი?!
მართლა?!
აი, მესმის!..
აბა, მე არ მგვანებია...
- რავა, შენ რა?
- რაღა, რავა, -
კაცი ჯავრით აღარა ვარ, -
სამი შვილის მამა ვარ და...
სამივენი ქალებია...
Muxran Machavariani - Sofelshi
მუხრან მაჭავარიანი - სოფელში
No comments:
Post a Comment