მუხრან მაჭავარიანი - ლაშურა

- გაამაყდიო!
აღარ მკადრულობ, -
აღარ ბანაობ ლაშურაშია...
- „გაამაყდიო!“
გაამაყება რა შუაშია!

მე გავიზარდე.
შენ ხარ პატარა.
წინათ?!
პატარა ვიყავი წინათ.
დღეს კი...
პატარა უკვე აღარ ვარ.
ვარ დიდი.
ალბათ, გამზარდა წვიმამ?!

წვიმით
მხოლოდ შენ დიდდები ხოლმე,
ჩემო ლაშურა -
ისიც დროებით...
არ შემწევს, თორემ -
განა მე არ მსურს,
ვიყოთ ტოლები?!

Muxran Machavariani - Lashura
მუხრან მაჭავარიანი - ლაშურა

No comments:

Post a Comment