უკანასკნელად გაიჭრიალა
და სამუდამოდ გაკმინდა ენა
და გაჭკნა ფოთოლ-ნაყოფიანა
რტო - საკუთარი ნაყოფის წერა.
რტოს ერთი წამით დახედა ჩიტმა
და სევდიანი მოსწყვიტა მზერა,
მერე ბუხარში გათავდა წითლად
რტო - საკუთარი ნაყოფის წერა.
Muxran Machavariani - Rto - Sakutari Nayofis Wera
მუხრან მაჭავარიანი - რტო - საკუთარი ნაყოფის წერა
No comments:
Post a Comment