ვით გამწირვალე ქსოვილის ფარდა, -
მზით გაჟღენთილი თიმთიმებს სივრცე.
პანტას მესკია ესროლა პანტამ,
როგორც თავისი ნაყოფი, ისე.
ვერხვს საკუთარი ჰყავს, ალბათ, ქარი,
უძრავად ვხედავ რადგან წიფლინს.
ძახველის რტოზე მაყად მდგარი, -
ხმის გრეხით გალობს ჩიტი ნიბლია.
Muxran Machavariani - Wifliani
მუხრან მაჭავარიანი - წიფლიანი
No comments:
Post a Comment