გავამარნეთ ნანგრევები მითრეუმის;
მითრას ქანდაკს მთვარე ვეღარ ჰხედავს.
საწნახელი - კამეჩებით მითრეული -
წარსულივით უმზერს წიფლის ხეთა.
იზნიქება წელში მწიფე ვენახები;
ვერაფერში ვეღარ ჩავტევთ მოსავალს...
უკვე დროა ამ საწნახელს წიფლის ხენი
მიაჩერდნენ, როგორც თავის მომავალს.
Muxran Machavariani - Marani Wiflebshi
მუხრან მაჭავარიანი - მარანი წიფლებში
No comments:
Post a Comment