მუხრან მაჭავარიანი - ფერთა სამთო გამო

ნაშუაღამევს,
გზაჯვარედინზე,
ყოვლად უმიზნოდ,
თავისთავად, -
კაცის გარეშე, -
ზათქით,
ხრიგინით, -
ფერი
სამი
სცვლიდა
ერთმნეთს.

რახ, და, -
წითელი!

რახ, და,-
მწვანე!

რახ, და, -
ყვითელი!

ნაშუაღამევს,
გზაჯვარედინზე,
ყოვლად უმიზნოდ,
თავისთავად, -
კაცის გარეშე, -
ზათქით,
ხრიგინით, -
ფერი
სამი
სცვლიდა
ერთმნეთს.

შევხედე ხეებს -
ქუჩაში რომ დგანან საერთოდ.
შევხედე ხეებს,
ხეებს შევხედე -
არ მეჩოთირა სიყვითლე მათი!
დუმილი.

უცებ, -
რახ, და, -
წითელი!

დუმილი.

უცებ, -
რახ, და, -
ყვითელი!

ნაშუაღამევს,
გზაჯვარედინზე,
ყოვლად უმიზნოდ,
თავისთავად, -
კაცის გარეშე, -
ზათქით, -
ხრიგინით, -
ფერი
სამი
სცვლიდა
ერთმანეთს.

Muxran Machavariani - Ferta Samto Gamo
მუხრან მაჭავარიანი - ფერთა სამთო გამო

No comments:

Post a Comment