მუხრან მაჭავარიანი - შეიძლება!

მწვანე საძოვარზე ძოვს ნახირი.
საძოვრის ბოლოზე ტყე იწყება.
დილაა.
ბალახზე ციმციმებს ცვარი.
აქ აღფრთოვანება შეიძლება.

. . . . . . . . .

მწვანე საძოვარზე ძოვს ნახირი.
ჭმუნვას აქ ვერავინ შეიძლებდა.
დილაა.
ბალახზე ციმციმებს ცვარი.
აქ დასაფლავებაც შეიძლება.

Muxran Machavariani - Sheidzleba!
მუხრან მაჭავარიანი - შეიძლება!

No comments:

Post a Comment