სრულიად ჯანსაღი,
განხორციელებულ ნეტარებად,
შევყურებ აყვავებულ ტყემალს
და...
ისე, ისე ვეტრფი, -
თითქოს საავადმყოფოს ფანჯრიდან
ავადმყოფის თვალებით ვხედავდე.
დილაა...
დერეფანში აგურისფერ ძროხას
ხორცით სავსე დედაკაცი წველის...
ძროხის ვარდისფერ ცურიდან
რძის თეთრი ჩხირები
წამდაუწუმ გამოსხივდებიან ხოლმე
და შავი ქოთნიდან
ხამუშ-ხამუშ ისმის ჩხრიალი მათი.
დილაა...
Muxran Machavariani - Sruliad Jansagi
მუხრან მაჭავარიანი - სრულიად ჯანსაღი
No comments:
Post a Comment