სახლ-კარი აზნაურშვილის, -
ახლა კანტორა კოლხოზის.
სიმინდებიდან გამოსვლა
ათქვირებული გოგოსი.
მწვანე ყანაში აქა-იქ
შეღვრილი ყანა ოქროსი.
სოფელში კინოს მოტანა
და კლუბთან ხალხის ხორხოცი.
ეს არი ჩემი სოფელი,
ეს არი ჩემი ქვეყანა
დიდება სამხარს გლეხისას
და მხარზე შედგმულ ხელკალათს.
დიდება შქერის ღობესა
და ყორე-ყორე ეკალას.
Muxran Machavariani - Saxl-Kari Aznaurshvilis
მუხრან მაჭავარიანი - სახლ-კარი აზნაურშვილის
No comments:
Post a Comment