მუხრან მაჭავარიანი - მიწაზე სითბო დაეშვა მაღლიდან

მიწაზე სითბო დაეშვა მაღლიდან.
ყველაფერს მაღლა გაიქცა თვალი.
მზემ,
როგორც პაწია ლურსმანი მაგნიტმა,
ისე აღიტაცა მიწიდან ცვარი.

ავდივართ აღმართზე მე და ლამარა.
მერცხალი მიმოქრის ლაშურის პირას.
ტყემალი გამოსულა პერანგის ამარა.
ლამარას ჯერ კიდევ აცვია თბილად.

Muxnran Machavariani - Miwaze Sitbo Daeshva Maglidan
მუხრან მაჭავარიანი - მიწაზე სითბო დაეშვა მაღლიდან

No comments:

Post a Comment