მუხრან მაჭავარიანი - მივაბიჯებ, მიხარია

მივაბიჯებ, მიხარია,
მივიმღერი, მივაბოლებ...
აი, ტყენი, აი, მთები,
აი, მწვანე კარ-მიდამო...
ვინ ვიყავი - რა ვიყავი, -
კოპიტები მიამბობენ: -
მუხრან, ძროხა გადააბი,
დაგენაცვლოს მამიდაო!

მივაბიჯებ, მიხარია,
მივიმღერი, მივაბოლებ...
ვაკვირდები სიყმაწვილეს,
ვით არწივი თავის მართვეს:
აი, წყარო, სადაც ქალწულს
მე პირველად ვეამბორე,
მე პირველად ვეამბორე,
შრიალებენ ტირიფები:
შემოგვხედე, დავიზარდეთ!..

მივაბიჯებ, მიხარია,
მივიმღერი, მივაბოლებ...

Muxran Machavariani - Mivabijeb, Mixaria
მუხრან მაჭავარიანი - მივაბიჯებ, მიხარია

No comments:

Post a Comment