თოფით მხარზე
შევუდექი აღმართს...
რა თქმა უნდა,
წინ გამისწრო ძაღლმა...
ამიფრინდა,
არ ველოდი,
მწყერი! -
შევიკურთხე,
ჩავიქნიე ხელი...
ავივაკე...
ქვაზე ვზივარ ახლა, -
რა კარგია,
აქ რომ დამასახლა.
Muxran Machavariani - Tofit Mxarze Shevudeqi Agmarts
მუხრან მაჭავარიანი - თოფით მხარზე შევუდექი აღმართს
No comments:
Post a Comment