მუხრან მაჭავარიანი - სოფელი

ქარი, ჩვეული ლაღობით, -
გადი-გამოდის ხერხივით,
ქარის ჩამოყრილ ნაყოფის
აღებას ცდილობს ხეხილი.
ამგვარ ღამეებს ოდესღაც
მე ვეძახოდი საღართა,
მიყვარდა, ღელეს როდესაც
ძილს ასესხებდა საღათა.
როგორც გადმომცეს, პირველად
მე მზე ვიხილე აპრილის,
ცა რომ მაფრთხობდა ნინველას,
მიკვირს, დღეს მიმზერს რა პირით.
ჩემი ბავშვობა უწყიან
კაკლის ხეებმა სრულებით:
გიყვარდა „ფათლოს ქუცია“,
გძულდა „ბუდუას ბუები“
შემდეგში „ფათლოს ქუცია“
გადიქცა თაფლოს ფინიად,
ხოლო „ბუდუას ბუები“.
იქცნენ ბუდუას ხარებად,
ერთ მათგანს ერვა ყვავილა,
მეორეს ერვა ღვინია,
და ეს ხარები უღელში
ხან არ ება ხან ება.
ქარი, - ჩვეული ლაღობით, -
გადი-გამოდის ხერხივით;
ქარის ჩამოყრილ ნაყოფის
აღებას ცდილობს ხეხილი.

Muxran Machavariani - Sofeli
მუხრან მაჭავარიანი - სოფელი

No comments:

Post a Comment