მუხრან მაჭავარიანი - "სიტყვაზე ვამბობ"

სიტყვაზე ვამბობ,
თავს კი არ გადრი,
ჩემი „სიკეთის“ არ იყოს, თურმე
რა ცოტამ შენი იცოდა ყადრი,
რა ბევრის თვალში იყავ შენ ხურმა.

სიტყვაზე ვამბობ,
თავს კი არ გადრი,
ჩემი „სიკეთის“ არ იყოს, შენაც
კი გვჭრეტდა, მაგრამ
ვერ გრძნობდა ქართლი, -
რა ეშხი ახლდა შენს აღმოჩენას.

სიტყვაზე ვამბობ,
თავს კი არ გადრი,
ჯანდაბას, ბედმა მეც შენებრ მიმტროს:
შენი როდესაც გაიგეს ყადრი,
მიწა იყავი შენ უკვე იმ დროს.

Muxran Machavarani - Sityvaze Vambob
მუხრან მაჭავარიანი - სიტყვაზე ვამბობ

No comments:

Post a Comment