დიდი ხანია თქმა იმისა უზურში მქონდა,
რაც კაცმა ერთმა ჩემს შესახებ, წინარე ჩემზე,
თქვა ისე,
როგორც ეს შეშვენის
მარტოდენ ორთა
უსიტყვო ძმობას,
ოდეს ღმერთი არს მათი შემწე,
სულ რომ არ არის ხოლმე საჭირო, -
იმ დროს იმდენად მეზრდება სული, -
რომ სულის ჩემის ვექცევი ჩრდილში!
ეს შეიძლება კარგიც იყოს და თვალსაჩინოც,
მაგრამ ამაში ისაა ცუდი,
რომ სულის ჩემის ჩრდილი ზოგჯერ
ჰგონიათ სხვისი.
Muxran Machavariani - Didi Xania Tqma Imisa Uzurshi Mqonda
მუხრან მაჭავარიანი - დიდი ხანია თქმა იმისა უზურში მქონდა
No comments:
Post a Comment