მუხრან მაჭავარიანი - "მზე არი თვალწინ"

მზე არი თვალწინ,
მზეა უკან.
მზეა მხარდამხარ.
არი შუადღე.
ორღობეში არ ისმის ჩქამი.
გაიფრთხიალებს ხოლმე ჩირგვში ჩიტი ხანდახან
და
მყუდროება შუადღისა ირღვევა ამით.

გახედავ ფერდობს.
გახედავ ტყეს.
გახედავ დაბლობს.
გარინდებულა ყველაფერი.
არ იძვრის ქარი:
აუტანელი ყურადღება უსიტყვოდ ამბობს: -
ადამიანო!
გელით,
გიცდით,
გისმენთ,
გვითხარი!

Muxran Machavariani - Mze Ari Tvalwin
მუხრან მაჭავარიანი - მზე არი თვალწინ

No comments:

Post a Comment