მუხრან მაჭავარიანი - "უნდა გასცვითო..."

უნდა გასცვითო
რამდენი ბონდი,
უნდა იტვირთო
რამდენი ლოდი,
უნდა იგუო
რამდენი წოტი,
უნდა იწვნიო
რამდენი შოლტი,
უნდა გასწყვიტო
რამდენი ბარდი,
უნდა ახადო
რამდენი ფარდა,
უნდა დაღვარო
რამდენი სისხლი,
უნდა ჩაყლაპო
რამდენი ზიზღი, -
კ ა ც ი
რ ო მ
გ ა ხ დ ე
კ უ თ ვ ნ ი ლ ი ს   ღ ი რ ს ი .

Muxran Machavariani - Unda Gascvito Ramdeni Bondi
მუხრან მაჭავარიანი - უნდა გასცვითო რამდენი ბონდი

No comments:

Post a Comment