მუხრან მაჭავარიანი - "არ იქნები რადგან ხვალ"

არ იქნები რადგან ხვალ,
(ვინ ყოფილა ქვეყნად სულ?!)
რაკი ხარ,
ვიდრე ხარ, -
გსურს რომ იყო,
როგორც გსურს.

ასე იყო ყოველ დროს,
ასევეა დღეს.
ერთი სიტყვით:
საწუთრო
ეს არის და ეს.

Muxran Machavariani - Ar Iqnebi Radgan Xval
მუხრან მაჭავარიანი - არ იქნები რადგან ხვალ

No comments:

Post a Comment