არა იმიტომ, რომ სისტყვა „ქურდმა“
უარყოფით დაჰკარგა ჟღერა!
არა იმიტომ, რომ თუ ხარ სუფთა, -
შენსავით მტერმა იცხოვრა შენმა! -
საქმე იმიტომ უფროა ცუდად,
რომ ცუდად როა, არ იცის ბევრმა!
სცდება, ვინც ვინმეს სიფიცხეს უქებს!
ვინც ითმენს, ისიც არაა ბრძენი!
საქმე მაშინღა იქნება უკეთ,
ვითაა, როცა შეიგნებს ბევრი!
Muxran Machavariani - Ara Imitom, Rom Sityva Qurdma
მუხრან მაჭავარიანი - "არა იმიტომ, რომ სიტყვა ქურდმა
No comments:
Post a Comment