დღით დღევანდელით არავინ ცხოვრობს.
თუ ცხოვრობს ვინმე,–
არ ფიქრობს იგი! –
დღე დღევანდელი–ფიქრია მხოლოდ! –
მომავალზე და წარსულზე ფიქრი.
მზეს დედამიწა იმიტომ ახსოვს,
ბუხრიდან მიტომ ამოდის კვამლი,
რომ შეხვდეს ხოლმე საკუთარ წარსულს–
ადამიანი –
ხანდახან მაინც!
Muxran Machavariani - Dgit Dgevandeli Aravin Cxovrobs
მუხრან მაჭავარიანი - დღით დღევანდელით არავინ ცხოვრობს
No comments:
Post a Comment