მუხრან მაჭავარიანი - "ზეცა ფერწითლობს"

ზეცა ფერწითლობს -
დახუნძლული თითქოს ხურტკმელით:
ახლაღა მიმხელს, -
რაც აქამდე ჰქონდა უთქმელი.

მიწა ფერჭრელობს -
შემოსილი ცისარტყელათი:
პანტოკრატორი
ამბროზიას მაწვდის ხელადით.

მეღლაბუწება
ხამუშ-ხამუშ ჩემივ ფერცხალი,
რომ ჩამიშალოს
მიწისა და ზეცის შერწყმანი.

Muxran Machavariani - Zeca Ferwitlobs
მუხრან მაჭავარიანი - ზეცა ფერწითლობს

No comments:

Post a Comment