მუხრან მაჭავარიანი - "გამისკდეს მიწა..."

გამისკდეს მიწა,
დამახრჩოს თოვლმა,
მივეცე შმაგი
მდინარის ზვირთებს, -
ღიმილის გარდა,
მე შენი მტრობა
თუ რამეს მგვრიდეს.

ირწმუნო დროა!
იცოდე დროა!
გეტყვი და გეტყვი
კიდევ და კიდევ:
ღიმილის გარდა,
მე შენი მტრობა,
არც შეიძლება,
რაიმეს მგვრიდეს.

Muxran Machavariani - Gamiskdes Miwa
მუხრან მაჭავარიანი - გამისკდეს მიწა

No comments:

Post a Comment