მელანო ზუკაკიშვილი - რაFაელო

დილა მშვიდობისა, ჩემო საყვარელო,
დილა შენთან ერთად სიცოცხლის ფერია.
ცხელ ყავასთან ერთად მიყვარს რაფაელო,
/ასე რატომ მიცქერ? - არ გამიფრენია/.
   
დილა მშვიდობისა, ჩემო ერთადერთო,
შენთან გაღვიძება სინათლის სხივია.
ალბათ ნებას მომცემ ახლა, გაგაღმერთო,
მეყო რაც აქამდე უშენოდ მივლია.

დილა მშვიდობისა, ჩემო სიყვარულო,
დილა ჩვენს გულებში სიყვარულს ანათებს.
ალბათ ფინჯან ყავას სჯობს რომ ვისაუბროთ
და ისევ ვიცინოთ გულების დაღლამდე.

მინდა ყველა დილა შენთან გამითენდეს,
მინდა შენი სუნთქვის სიხშირეს ვითვლიდე.
ორივეს გულები ერთი რიტმით ძგერდეს
და შენ ყოველ დილას სიყვარულს მიხსნიდე.

ყველა განთიადზე მინდა ჩემთან იყოთ,
შენ, ცხელი ყავა და თეთრი რაფაელო.
დილა მშვიდობისა, დილა მშვიდობისა,
დილა მშვიდობისა, ჩემო საყვარელო.

Melano Zukakishvili - Rafaelo
მელანო ზუკაკიშვილი - რაFაელო

No comments:

Post a Comment