მელანო ზუკაკიშვილი - ზეცა ჩამოიქცა წვიმად მიწაზე და

ზეცა ჩამოიქცა წვიმად მიწაზე და
თითქოს სიმწრისაგან ახრჩობს დედამიწას.
ახლა უღმერთობას მე ვერ ვიწამებ და
მოდი ვიდრე ელვამ გრძნობა დაამიწა.

მოდი ჩქარა, თორემ უკვე სუნთქვა გვიჭირს,
სული გვეხუთება მე და ქრიზანთემებს.
ახლა ისე მცივა თითქოს უშენობას,
შიშველ ჰორიზონტზე მარტო ვიზამთრბდე.

Melano Zukakishvili - Zeca Chamoiqca Wvimad Miwaze Da
მელანო ზუკაკიშვილი - ზეცა ჩამოიქცა წვიმად მიწაზე და

No comments:

Post a Comment