მელანო ზუკაკიშვილი - მეფიქრები

მეფიქრები, უსაშველოდ მეფიქრები,
დღე ღამეში სიმარტოვით ავრიე.
უშენობით სავსე ჰაერს ვეკითხები,
მონატრების სუსხში რატომ გამხვიე.

მოწყენილი მივუჯექი მაგიდას და
შენი სახის ხატვა ლექსად დავიწყე.
ახლა ისე უსაშველოდ მენატრები,
უთქმელ ბგერებს სტრიქონებად დაგიწერ.

ყველა ფიქრი ოცნებებად ამოვქარგე,
ბინა შენი გულის ფსკერზე დავიდე.
აზრის გრძნობად უსასრულო ამოთქმამდე,
ხმა გაწვდინე, პასუხი ვერ გავიგე.

ქუჩად ხალხის ხმაურიან რიტორიკას,
ხმა შენამდე მოსაღწევი დავურთე.
დეპრესიის დამანგრეველ ისტერიკას,
უკანასკნელ სანთლად მთვარე დავუნთე.

დავიღალე, კიდევ უფრო დავიღალე.
გარეთ ისევ უსაშველო ქარი ქრის.
თეთრ ღამეში უშენობის წამი ვთვალე,
ცხოვრება კი თავხედურად გამირბის.

დამიცადე, გევედრები დამიცადე,
სადაცაა ფეხს აგიწყობ, მოგყვები.
უდროობა მერამდენედ განვიცადე,
დაგეწევი თორემ ხსნა არ მომელის.

Melano Zukakishvili - Mefiqrebi
მელანო ზუკაკიშვილი - მეფიქრები

No comments:

Post a Comment