მელანო ზუკაკიშვილი - უფრო შორს

წასვლა მომინდა ისე შორს და ისე დიდი ხნით,
სადაც სიკეთე დღის სინათლედ ზეცამდე ადის.
მე არ მწადია არც გაქცევა და არც სიკვდილი,
მინდა სიმშვიდის მოპოვება, ყველაფრით დაღლილს.

წასვლა მომინდა უფრო შორს და უფრო დიდი ხნით,
რადგან დამღალა უფერული დღეების რბოლამ.
გულს ენატრება უდარდელი, წრფელი ღიმილი,
როგორ მამძიმებს აუხსნელი დარდების გროვა.

წასვლა მომინდა, უსასრულოდ გაშლილ სივრცეში,
სადაც ვიქნებით მხოლოდ მე და ჩემი ფიქრები.
ვცადე ღიმილი, მაგრამ გულთან სევდა მოვიდა,
სინათლით დაცლილ დღეებიდან წასვლა მომინდა.

Melano Zukakishvili - Ufro Shors
მელანო ზუკაკიშვილი - უფრო შორს

No comments:

Post a Comment