ზოგჯერ ისე მინდა რაღაც დავწერო, რომ
სისხლში ყველა წვეთი ერთდროულად მითრთის.
ზოგჯერ ისე მინდა გრძნობა ამოვხეთქო,
თითქოს ჩემი სული სიცოცხლისთვის იბრძვის.
რაღაც შემომიჩნდა, რაღაც უსაშველო,
რამაც დუმილი და ფიქრი შემაყვარა.
არ მოვკვდები, მაგრამ სულით დავობლდები,
შენ თუ მოინდომებ ჩემგან სხვა გზით წასვლას.
თუმცა გჯეროდეს, რომ სიტყვა საყვედურის
მე არ წამომცდება, ვფიცავ არასოდეს.
ვიცი რა რთულია ყოფნა ჩემს სივრცეში,
როცა ჩემს სხეულში ძვლებიც კამათობენ.
როცა ჩემში ყველა უჯრედი და წვეთი
იბრძვის სამყაროსთან უტყვი ამბოხებით.
ახლა მეც კი მიკვირს, შენ ხარ ანგელოზი
და ჩემს ჯოჯოხეთში როგორ წამოხვედი.
ვიცი რა მძიმე ვარ ყველა ჩემი ფიქრით
და რაოდენ რთული სისხლიდან ხორცამდე.
მაგრამ მე ხომ მხოლოდ სიკეთისკენ ვილტვი,
ნუ შეგეშინდება, გთხოვ გული მომანდე.
მე და შენ ძალა ვართ, რომელიც იმარჯვებს
ქვეყნად ყოველგვარ ბოროტებაზე.
გპირდები საოცარ სიყვარულს გასწავლი,
შენ მხოლოდ გწამდეს და ცხოვრება მომანდე.
Melano Zukakishvili - Vici Ra Rtulia Yofna Chems Sivrceshi
მელანო ზუკაკიშვილი - ვიცი რა რთულია ყოფნა ჩემს სივრცეში
No comments:
Post a Comment